ერიკ ბელდსოუ, სავარაუდოდ, „მილუოკის ბაქსს“ დატოვებს
ერიკ ბელდსოუ, სავარაუდოდ, „მილუოკის ბაქსს“ დატოვებს

„მილუოკისთვის“ მოახლოვებული სატრანსფერო სეზონი შესაძლოა ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გამოდგეს. „ბაქსის“ ლიდერ იანის ანტეტოკუნმპოს კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა მან გუნდი დატოვოს.

ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ერიკ ბელდსოუს გაცვლას გეგმავს. 30 წლის გამთამაშებელი „მილუოკიში“ 2017 წლიდან ასპარეზობს. ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული დამცავი სტილის მქონე გამთამაშებელი 2019-20 წლების სეზონზე მატჩში საშუალოდ 11.7 ქულას და 5.9 პასს აგროვებდა. პარკეტზე ის საშუალოდ 29.7 წუთს ატარებდა.

შეგახსენებთ, რომ მილუოკელები პლეი-ოფში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპზე „მაიამისთან” დამარცხდნენ (4-1).