ერიკ აბიდალს „ლიონში“ სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობენ
ერიკ აბიდალს „ლიონში“ სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობენ

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა, შესაძლოა, ანალოგიური პოსტი დაიკავოს „ლიონში“. ფრანგულ კლუბში აბიდალს იწვევს კლუბის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ჟუნინიო, – წერს გამოცემა „არ ემ სი სპორტი“ (RMC Sport).

აბიდალის გადაწყვეტილებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს კონფლიქტმა „ბარსელონას“ კაპიტანთან ლიონელ მესისთან. ფრანგმა ჩინოვნიკმა ზამთარში ბრალი დასდო კატალონიური კლუბის მოთამაშეებს იმაში, რომ ისინი არასაკმარისად იხარჯებოდნენ ყოფილი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით, რითაც ამ სპეციალისტის გაშვებას შეუწყვეს ხელი. მესიმ აბიდალს კონკრეტული გვარების დასახელება მოთხოვა.

გარდა ამისა, 2021 წელს კატალონიურ კლუბში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები. სავარაუდოდ, ახალი ხელმძღვანელობა საკუთარ გუნდს ჩამოაყალიბებს და აბიდალი იძულებული იქნება ახალი კლუბი ეძებოს.