ერიკ აბიდალი - ჩემპიონთა ლიგის თასი სახლში უნდა დაბრუნდეს
ერიკ აბიდალი - ჩემპიონთა ლიგის თასი სახლში უნდა დაბრუნდეს

„ბარელონას“ სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მისი კლუბის მიზანი, რა თქმა უნდა, თასის მოპოვებაა.

„ბარსელონას“ მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, – ციტირებს აბიდალის სიტყვებს Mundo Deportivo. – ჩვენ ვიცით, რომ ეს რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი. გამუდმებით უნდა ვიფიქროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი ჩვენი უნდა გახდეს. ჩემპიონთა ლიგის თასი სახლში უნდა დაბრუნდეს.

ჩემთვის „ბარსელონას“ კონკურენთი მხოლოდ „ბარსელონაა“. თუ გუნდი ფიზიკურად და მორალურად თავს კარგად გრძნობს, ძალიან რთული იქნება ვინმემ ბურთი წაგვართვას და დაგვამარცხოს“. – აცხადებს კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი.