მიხეილ ერგემლიძემ აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბი „საბაჰი“ დატოვა – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
„მიხეილ ერგემლიძე „საბაჰს“ დაემშვიდობა. 22 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. მადლობას ვუხდით ერგემლიძეს გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ერგემლიძე თავდამსხმელია. 22 წლის მოთამაშე „დინამო თბილისის“ აღზრდილია. ასევე უთამაშია საჩხერეს „ჩიხურაში“, თურქულ „ადანაში“, „გაგრაში“, ხოლო „საბახში“ 2021 წლის აგვისტოდან ჩაირიცხა და 11 შეხვედრა ჩაატარა.
„საბახში“ ცოტა ხნის წინ დავით ვოლკოვი გადავიდა, რომელიც მანამდე „ზირაში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრების 25 წლის თავდამსხმელს გუნდის შეტევების გაძლიერების იმედს უკავშირებენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერგემლიძე პირველი ქართველი მოთამაშე არაა, რომელმაც აზერბაიჯანი დატოვა – „შამახი“ 28 წლის ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა დატოვა და კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს.