ერგემლიძე აზერბაიჯანში დარჩა - ქართველი თავდამსხმელი განჯაში ითამაშებს #1TVSPORT
ერგემლიძე აზერბაიჯანში დარჩა - ქართველი თავდამსხმელი განჯაში ითამაშებს #1TVSPORT

მიხეილ ერგემლიძე კარიერას განჯას „კაპაზში“ გააგრძელებს – ინფორმაციას აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალური პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი მოთამაშის დამატება გადაწყვიტა. „კაპაზის“ ღირსებას ქართველი თავდამსხმელი მიხეილ ერგემლიძე დაიცავს. კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა 23 წლის ფეხბურთელთან, რომლის ბოლო კლუბი „საბაჰი“ იყო“, – წერს აზერბაიჯანული კლუბის პრეს-სამსახური.

„მიხეილ ერგემლიძე „საბაჰს“ დაემშვიდობა. 22 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. მადლობას ვუხდით ერგემლიძეს გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

მიხეილ ერგემლიძე 22 წლის თავდამსხმელია „დინამო თბილისის“ აღზრდილია. უთამაშია საჩხერის „ჩიხურაში“, თურქულ „ადანაში“, „გაგრაში“, ხოლო 2021 წლის აგვისტოში „საბაჰში“ ჩაირიცხა, რომლის ფორმითაც ერთი შეხვედრა ჩაატარა.

ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს ერგემლიძემ აზერბაიჯანი დატოვა, მაგრამ უგუნდოდ მხოლოდ ორი კვირა იყო და კარიერის ისევ აზერბაიჯანში გაგრძელება გადაწყვიტა.