ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 60 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ერევანში ამ დრომდე გრძელდება. 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ისინი სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილები.

დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.

სომხეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება.