ერევნის ცენტრში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება
ერევნის ცენტრში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს, საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

მანამდე, ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კარინ ტონოიანმა განაცხადა, რომ დღეიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებს.

სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, აქტივისტებთან ერთად მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მთავრობის მორიგი სხდომა დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზეა დაგეგმილი.