ერევანში სპეცრაზმმა ბაგრამიანის მოედანი დატოვა

12:36, 18.04.2018

ერევანში სპეცდანიშნულების რაზმმა ბაგრამიანის მოედანი დატოვა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმელები ავტობუსებში ჩასხდნენ, თუმცა უცნობია, რა მიმართულებით მიდიან ისინი.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი მსვლელობას პრემიერ-მინისტრის სახლისკენ აგრძელებენ.

როგორც ოპოზიციური ფრაქცია „ელქსის” ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, ისინი პრემიერის რეზიდენციის ალყაში მოქცევას გეგმავენ.​

ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა. ​

ბაგრამიანის მოედანზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი.

სერჟ სარგსიანის პრემიერობის მოწინააღმდეგეები უკვე მეორე დღეა, ერევნის ცენტრში აქციას მართავენ.

სომხეთის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია.

             

ფოტო: მირიან მელაძე

მსგავსი