ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია განახლდა

19:43, 19.04.2018

ერევანში რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. მათ 19:00 საათზე აქცია დილიდან დააანონსეს და მთელი დღის განმავლობაში მოქალქეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ქალაქის თვითმმართველობის შენობასთან მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები.

როგორც ცნობილი გახდა, აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორის გარდა, მსახიობი არსინე ხანჯიანი მიმართავს.

მსგავსი