ერევანში აქციის დროს დაშავებული ხუთი ადამიანი საავადმყოფოში რჩება

15:02, 18.04.2018

ერევანში საპროტესტო აქციის დროს დაშავებული ხუთი ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება, – მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მათგან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა დაშავებულს აღენიშნება ძირითადად კიდურების ზედაპირული დაზიანებები“, – აღნიშნეს სამინისტროში.

დაშავებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელია, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

16 აპრილს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ფაშინიანი მხარდამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ აცხადებს.

მსგავსი