ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ფრანგი ჯარისკაცი დაშავდა

02:07, 13.03.2026

ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ფრანგი ჯარისკაცი დაშავდა, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, დარტყმის სამიზნე სამხედრო ბაზა იყო, რომელიც ერბილიდან სამხრეთ-დასავლეთით, მახმურის რაიონში მდებარეობს.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, ინფორმაცია დაადასტურა საფრანგეთის არმიამ და განაცხადა, რომ დაჭრილი ჯარისკაცები უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მსგავსი