ერაყში, ქალაქ ბასრას წყლით მომარაგებისთვის USAID-ი 750 000 დოლარს გამოყოფს
ერაყში, ქალაქ ბასრას წყლით მომარაგებისთვის USAID-ი 750 000 დოლარს გამოყოფს

ერაყის ქალაქ ბასრას სუფთა წყლით მომარაგებისთვის USAID-ი 750 000 დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა ხუთი ახალი ტუმბოს დაყენებას, არსებული წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციასა და სუფთა წყლით მომარაგების უზრუნველყოფას მოხმარდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ სუფთა სასმელ წყალს 750 000 ადამიანი მიიღებს.

სამხრეთ ერაყში სასმელი წყლის ნაკადის შემცირება მდინარეების დაშრობამ და დაბინძურების შემთხვევების მატებამ გამოიწვია. დაბინძურებული წყლის გამო, დაავადებების რიცხვმაც იმატა. ბოლო თვეებში სამხრეთ ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სუფთა სასმელი წყლით მომარაგება იყო.