ერაყში მის ბაღდადი -2015 მოკლეს

12:55, 28.09.2018

ერაყში მის ბაღდადი -2015 მოკლეს. ინფორმაციას Kurdistan24-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბაღდადში, კამ სარას რაიონში მოდელის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ტარა ფარესი საკმაოდ პოპულარული იყო სოციალურ ქსელებში, მას მილიონებით მიმდევარი ჰყავდა.

მსგავსი