ერაყში გასულ 24 საათში კორონავირუსის 2 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 100 ადამიანი
ერაყში გასულ 24 საათში კორონავირუსის 2 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 100 ადამიანი

ერაყში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 100 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოები გადავსებულია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ერაყში „კოვიდ-19“-ის 39 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 1 437 ადამიანი.