ერაყში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ერაყში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ერაყში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 4042 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო ოდენობას, ის 100 ათასს უახლოვდება. ქვეყანაში მარტის შემდეგ კომენდანტის საათი მოქმედებს.