ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანეს
ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანეს

ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანეს.

საჰაერო შეტევა მეზობელი სირიის ტერიტორიაზე განხორციელდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმის დროს ტერორისტული დაჯგუფების იარაღის საწყობის განადგურება და 10 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხერხდა.

მეორე ავიაიერიშის შედეგად კი, განადგურდა შენობა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ 30 წევრი იმყოფებოდა.