ერაყის ქალაქ კირკუკში სხვადასხვა ადგილას ექვსი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა – დაღუპულია სულ მცირე ხუთი ადამიანი

01:01, 31.05.2019

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ერაყის ქალაქ კირკუკში აფეთქებების სერიის შედეგად.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ექვსი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მათ შორის სავაჭრო ცენტრებისა და კაფეტერიების სიახლოვეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მსგავსი