ერაყის პარლამენტში შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები შეიჭრნენ
ერაყის პარლამენტში პოპულისტი შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყანა უკვე 290 დღეა, მთავრობის გარეშეა. შიიტ და ქურთების ჯგუფებს შორის შიდა ბრძოლის გამო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კანონმდებლებმა ვერ შეძლეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის არჩევა, რაც ხელს უშლის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას.
მთავრობის არარსებობის გამო, ქვეყანა 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე დარჩა. გარდამავალ პერიოდში ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქადიმი უძღვება. თუ პარტიები შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ის პოსტზე ახალ არჩევნებამდე დარჩება.