ერაყის ჩრდილოეთში თავდასხმისას ექვსი პოლიციელი დაიღუპა

20:25, 22.10.2019

ერაყის ჩრდილოეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას პოლიციის ექვსი ოფიცერი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა დაზვერვითი მისიის დროს განხორციელდა. გარდაცვლილთა შორის ორი მაღალჩინოსანია – ერაყის ფედერალური პოლიციის მეთაური, გენერალ-მაიორი ალი ალ-ლამი და გენერალი მოჰამედ ალავი.

ისლამისტმა მებრძოლებმა მათ ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როდესაც სალაჰუდინში ჩავიდნენ. თავდასხმის მოსაგერიებლად ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ისლამისტებს ცეცხლი ვერტმფრენიდან გაუხსნეს.

მსგავსი