ერაყის ჩრდილოეთით აფეთქების შედეგად ხუთი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა

00:36, 11.11.2019

ერაყის ჩრდილოეთით, გზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

იტალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჯარისკაცები ერაყის არმიას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

მსგავსი