ერაყელ სამხედროებსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებს შორის დაპირისპირების შედეგად, ერაყის არმიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა
ერაყელ სამხედროებსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებს შორის დაპირისპირების შედეგად, ერაყის არმიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა

ერაყელ სამხედროებსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერაყის არმიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

დაპირისპირება ერაყის ქალაქ სინჯარის რეგიონში, სირიის საზღვრის მახლობლად მოხდა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერაყელმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გავლის საშუალება არ მისცეს. შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ ჯარისკაცს ავტომობილი დააჯახეს და გამშვებ პუნქტს თავს დაესხნენ.

სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფის არსებობის გამო, სინჯარის მთიან რეგიონში უსაფრთხოება ჯერ კიდევ მყიფეა. „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთის წინააღმდეგ ბოლო 40 წელია, იბრძვის, თუმცა სამხედრო ბაზები ჩრდილოეთ ერაყში აქვს განთავსებული.