ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები დასრულდა, მედიის ცნობით, ერთობლივი განცხადების ტექსტი 25 მარტს გამოქვეყნდება
ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები დასრულდა. სასტუმრო Ritz-Carlton-ში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები ერთობლივი განცხადების ტექსტზე შეთანხმდნენ, რომელსაც 25 მარტს გამოაქვეყნებენ.
ექსპერტების დონეზე რუსულ-ამერიკულ კონსულტაციებში რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.
ამერიკულ დელეგაციას კი ხელმძღვანელობენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი.