ექვსწლიანი ხელშეკრულება და სეზონში 40 მილიონი ევრო – „რეალმა“ მბაპეს კონტრაქტის პირობები გაუგზავნა #1TVSPORT

12:47, 06.10.2021

„რეალს“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კილიან მბაპეს შეძენა, რომელსაც პსჟ-თან კონტრაქტი ეწურება, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმოხილველი ნიკოლო სკირა.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, „რეალის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავს უკვე გაუგზავნეს კონტრაქტის პირველადი ვარიანტი – ექვსწლიანი ელშეკრულება და ანაზღაურების სახით 40 მილიონი ევრო სეზონში.

„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად კილიან მბაპემ სამჯერ მოიგო საფრანგეთის თასი და ჩემპიონატი, ორჯერ კი საფრანგეთის სუპერთასი.

მსგავსი