ექტორ კუპერი - „რეალი“ მოჰამედ სალაჰს იყიდის
ექტორ კუპერი - „რეალი“ მოჰამედ სალაჰს იყიდის

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილის, ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ კუპერმა ON Sport TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიანიშნა, რომ მისი გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ დიდი ხნით არ დარჩება.

„მივიღე დადასტურებული ინფორმაცია, რომ „რეალი“ სერიოზულად არის დაინტერესებული სალაჰით. ეს არც მიკვირს, რადგან მოჰამედი ფანტასტიკურ ფორმაშია“, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ფორვარდს 2017-18 წლების სეზონში 22 ოფიციალურ მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. სალაჰი 2017 წლის ივლისში 42 მილიონ ევროდ გადავიდა „რომადან“ „ლივერპულში“.