ექსტრაკლასა ზარანდიაზე - ლიგის საუკეთესო დრიბლიორი მოედანს დაუბრუნდა
ექსტრაკლასა ზარანდიაზე - ლიგის საუკეთესო დრიბლიორი მოედანს დაუბრუნდა

ექსტრაკლასაში სეზონი დასასრულს უახლოვდება. 34-ე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პლოცკის „ვისლა“, რომელშიც გიორგი მერებაშვილი თამაშობს და გდინიას „არკა“, რომლის შემადგენლობაშიც ლუკა ზარანდიაა. გუნდებმა ფრედ 1:1 ითამაშეს.

მერებაშვილი „ვისლას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. ზარანდია კი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 22 წლის ქართველმა შემტევმა მარტსა და აპრილში ავადმყოფობის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. მოედანზე მის დაბრუნებას პოლონური ლიგის ოფიციალური „ინსტაგრამის“ გვერდი გამოეხმაურა.

„ექსტრაკლასას ყველაზე ეფექტური დრიბლიორი დღეს მოედანს დაუბრუნდა – მიმდინარე სეზონში ლუკა ზარანდიას უკვე 131 წარმატებული დრიბლინგი დაუფროვდა“, – წერს ექსტრაკლასას გვერდი.