ექსკლუზივი | ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ „კარლსრუედან“ მიდის, მოლაპარაკებას კორეულ კლუბთან ვაწარმოებთ #1TVSPORT
ექსკლუზივი | ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ „კარლსრუედან“ მიდის, მოლაპარაკებას კორეულ კლუბთან ვაწარმოებთ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე მოლაპარაკებას ერთ-ერთ კორეულ კლუბთან აწარმოებს და, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კონტრაქტი გააფორმოს – საქართველოს პირველ არხთან ეს ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს ნაკრებისა და მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ თავდამსხმელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ გაამხილა.

„ზივზივაძის ტრანსფერზე მუშაობა მიდის და შეიძლება ეს ამბავი ძალიან მალე გადაწყდეს. მოლაპარაკება სამხრეთ კორეულ კლუბთან მიმდინარეობს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ ზამთარში ტრავმირებული ჩავიდა და ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. ამის გამო ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მესამე სეზონია, სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში, „ულსანში“ ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, ხოლო წელს ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსიდან“ ბექა მიქელთაძე „გვანჯუში“ გადავიდა.