ექსკლუზივი | ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ გერმანიაშია და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, „კარლსრუე“ 2,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT
ექსკლუზივი | ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ გერმანიაშია და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, „კარლსრუე“ 2,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

გერმანულ გამოცემებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბუდუ ზივზივაძე, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ გადავიდეს, მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

საქართველოს ნაკრებისა და უნგრული „ფეჰერვარის“ 28 წლის თავდამსხმელის მენეჯერის თქმით, ზივზივაძე უკვე გერმანიაშია.

„ბუდუ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუესთან“ მოლაპარაკებას ვასრულებთ. ის სამედიციცნო შემოწმებას გაივლის და თუ ყველა დეტალზე შევთანხმდებით, ზივზივაძე „კარლსრუეს“ ფეხბურთელი გახდება. კონტრაქტი კი ორწელიწად-ნახევარზე იქნება გათვლილი. თუმცა, ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

„პადერბორნთან“ ბოლო ტურში წაგების შემდეგ, გუნდი გავარდნის ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. „კარლსრუეს“ მწვრთნელი კრისტიან ეიხნერი კი შეტევის გაძლიერებას იმედოვნებს.

„კარლსრუეს“ მმართველი დირექტორი ოლივერ კრეიზერი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამშაბათამდე დაემატებინა, რადგან 1-ელი თებერვლიდან სატრანსფერო ფანჯარა იხურება.