ექსკლუზივი | ვარლამ ლიპარტელიანი - დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიმიღია #1TVSPORT
ექსკლუზივი | ვარლამ ლიპარტელიანი - დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიმიღია #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის გარშემო მედიაში ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი არხი ქართული და მსოფლიო ძიუდოს ლეგენდას დაუკავშირდა.

ვარლამის განცხადებით, მას გადაწყვეტილება არ შეუცვლია და იგი ძიუდოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებს. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ხმებს მის სავარაუდო დაბრუნებასთან დაკავშირებით, მან დაადასტურა მისი რეგისტრაცია ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ჩემპიონთა ლიგაში, თუმცა ლიპარტელიანის თქმით, იჭიდავებს თუ არა ზემოთ აღნიშნულ ტურნირში, ჯერჯერობით, ეგეც გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ გააკეთა. ლეგენდარული ძიუდოისტი სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2014, 2016), ექვსგზის ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2009, 2010, 2013, 2015, 2019, 2021), მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლისა (2013, 2017, 2018) და ბრინჯაოს მედალს (2014, 2015, 2021) სამ-სამჯერ დაეუფლა, ორჯერ გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებული (2015, 2019), ხოლო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, სამჯერ მოიგო მასტერსი, ხუთჯერ გრანდ სლემი და ხუთჯერ გრან პრი.

დატოვე კომენტარი