ექსკლუზივი | შესაძლოა, ზივზივაძე „ზალაეგერსზეგში“ გადავიდეს #1TVSPORT
ექსკლუზივი | შესაძლოა, ზივზივაძე „ზალაეგერსზეგში“ გადავიდეს #1TVSPORT

დიდი ალბათობით, ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთში კლუბს შეიცვლის და „ფეჰერვარის“ 27 წლის თავდამსხმელი კარიერას ამავე ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში, „ზალაეგერსზეგში“ გააგრძელებს, – ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის უნგრული წყაროებიდან გახდა ცნობილი.

ფეჰერვარის“ ქართველ ლეგიონერს სათამაშო პრაქტიკა აკლდა და გუნდის შეცვლა ამის გამო სურდა. ზივზივაძეს კონკრეტული წინადადებებით ორმა უნგრულმა კლუბმა მიმართა, მათ შორის, „ზალაეგერსზეგმა“, ასევე პოლონურმა ვროცლავისშლიონსკმა“.

თუმცა, დიდი ალბათობით, ზივზივაძე კარიერას იჯარით „ზალაეგერსზეგში“ გააგრძელებს, რომელსაც თავდამსხმელი ძალიან სჭირდება და ქართველის დამატებით ძალიან დაინტერესდა. ამ გუნდის სასარგებლოდ, შესაძლოა, პირადი ნაცნობობის ფაქტმაც იმუშაოს. „ზალაეგერსზეგის“ მფლობელს, გაბორ ვეგის კარგი ურთიერთობა აქვს „ფეჰერვარის“ სპორტულ დირექტორთან, იშტვან შალოისთან, რომელიც ადრე „ზალაეგერსზეგში“ მუშაობდა.

ზალაეგერსზეგიც“ უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში წარმატებით თამაშობს და 23 ქულით მე-5 ადგილზეა, ზივზივაძის ამჟამინდელ კლუბს, „ფეჰერვარს“ (29 ქულა) კი მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩება.