ექსკლუზივი | სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი ქართველ ოლიმპიელებს მიმართავს - სამშობლოს მხარდაჭერა თქვენი თანამგზავრი იქნება #1TVSPORT
ექსკლუზივი | სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი ქართველ ოლიმპიელებს მიმართავს - სამშობლოს მხარდაჭერა თქვენი თანამგზავრი იქნება #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას და მომავალი გამარჯვებების მოლოდინს საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, ლეგენდარული ვიქტორ სანეევი წერილით გამოეხმაურა.

„ძვირფასო ოლიმპიელებო.

მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ დროში ვართ, თქვენი გამძლეობა, დისციპლინა და მიზანდასახულობა აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

თქვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სამშობლოს მხარდაჭერა თქვენი თანამგზავრი იქნება ამ გზაზე.

ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ. ამას ჩემი ოლიმპიური გამოცდილებით და დიდი სიამაყით გეუბნებით. თქვენ უკვე მიაღწიეთ განსაკუთრებულ სიდიადეს და ღირსებას“.

პატივისცემით, ვიქტორ სანეევი

სიდნეი, 2021 წელი