ექსკლუზივი: ქუთაისის ”ტორპედომ” ჯაბა ლიპარტია დაიმატა
ექსკლუზივი: ქუთაისის ”ტორპედომ” ჯაბა ლიპარტია დაიმატა

ჯაბა ლიპარტია ქუთაისის ”ტორპედოში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია პირველ არხთან ექსკლუზიურად ქუთაისის ”ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დაადასტურა.

”საკითხი გადაწყვეტილია, ჯაბას შევუთანხმდით და ის ჩვენს წელს ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაგვეხმარება. კონტრაქტი კი ერთი წლით ხვალ გაფორმდება” – ამბობს ჩხეტიანი.

ჯაბა ლიპარტია 30 წლის შემტევი ნახევარმცველია. ”ვიტ ჯორჯიადან” კარიერა ლუგანსკის ”ზორიაში” გააგრძელა, სადაც 2011–2017წლებში გამოდიოდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. 2017 წელს რუსეთის პრემიერლიგელ მახაჭყალის ”ანჟიში” გადავიდა, მაგრამ ზამთარში კლუბი დატოვა და მას შემდეგ ახალ გუნდს ეძებდა. 2009–2012 წლებში ლიპარტიას საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევდნენ.