(ექსკლუზივი) მერაბ ჟორდანია - მჯერა, რომ ჩვენი ნაკრები ბელარუსთან ამ შანსს გამოიყენებს
(ექსკლუზივი) მერაბ ჟორდანია - მჯერა, რომ ჩვენი ნაკრები ბელარუსთან ამ შანსს გამოიყენებს

მერაბ ჟორდანია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიულ შანსს გამოიყენებს, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დაამარცხებს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ორი აზრი არ არსებობს, ეს არის შანსი, რომელიც ბოლო პერიოდში ფეხბურთში წარმატებულმა საქმიანობამ მოიტანა. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – ამბობს მერაბ ჟორდანია, – „მე მჯერა ჩვენი ნაკრების. ვგულშემატკივრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები ბელარუსთან მატჩს წარმატებით დაასრულებს. ბედნიერი ვიქნები, ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თუ ვიხილავ“, – აცხადებს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი.