ექსკლუზივი | მამუკა ჯუღელი - კვირკველია მაისიდან ევროპაში ითამაშებს
ექსკლუზივი | მამუკა ჯუღელი - კვირკველია მაისიდან ევროპაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, სავარაუდოდ, მაისიდან ევროპის რომელიმე ძლიერ ლიგაში ითამაშებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა ჯუღელმა განაცხადა.

გავლენიანი ქართველი მენეჯერის თქმით, 28 წლის მცველის ტრანსფერის საკითხი ახლა წყდებოდა, მაგრამ მიზეზთა გამო გარიგებამ გაზაფხულისთვის გადაიწია.

„საბა 28 წლისაა, რაც მცველისთვის საუკეთესო ასაკია და მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს. კონკრეტულად არ ვიტყვი, მაგრამ ლაპარაკი ძლიერი ევროპული ლიგის ძალიან კარგ გუნდზეა. ტრანსფერი ახლა უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ მიზეზების გამო საკითხი მაისისთვის გადაიდო“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.

რომელი ქვეყნის გუნდზეა ლაპარაკი, რუსულზე თუ ევროპულზე? ჯუღელს ამის შესახებაც ვკითხეთ: „ჩემი აზრით, საბა რუსეთის ჩემპიონატისთვის გადაიზარდა. ჩემი რჩევა იქნება, რომ ევროპაში წავიდეს და მგონია, რომ ასეც იქნება. ამის თაობაზე ვმუშაობთ, რომ ძლიერი ევროპული ლიგის ძლიერ გუნდში გადავიდეს და მჯერა, ასეც მოხდება“.