ექსკლუზივი | გერგელი კიში - ქართულ წყალბურთს კარგი მომავალი აქვს
ექსკლუზივი | გერგელი კიში - ქართულ წყალბურთს კარგი მომავალი აქვს

მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა გერგელი კიში საქართველოს წყალბურთის მომავალზე საუბრობს. საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუში ოლიმპიადის სამგზის ოქროს მედალოსანმა, ლეგენდარულმა უნგრელმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგზე ისაუბრა.

გერგელი კიში – „რევაზ ჩომახიძე ძალიან კარგი მწვრთნელი და ჩემი კარგი მეგობარია. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თამაშებს თვალს ვადევნებდი და თქვენმა გუნდმა რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. კარგია რომ ნაკრების უცხოელი მოთამაშეები ქართველებს ეხმარებიან. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვხედავ ძალიან პერსპექტიულ ახალგაზრდებს, რომელებიც სწორად ვითარდებიან. მჯერა, რომ ქართულ წყალბურთს კარგი მომავალი აქვს. ჩვენ, მსოფლიო წყალბურთის სამყაროს მსგავსი განვითარებადი გუნდები ძალიან გვჭირდება. ვიმედოვნებ რეზო გააგრძელებს მუშაობას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ ქართველი წყალბურთელები“.