ექსკლუზივი - ჩისკო „დინამოში“ მონხილს აბრუნებს
ექსკლუზივი - ჩისკო „დინამოში“ მონხილს აბრუნებს

ჩისკო მუნიოსის „დინამო თბილისში“ დაბრუნება გადაწყვეტილია, კიდევ ერთი სიახლე მის შერჩეულ მოთამაშეს უკავშირდება – ესპანელ მწვრთნელს ესპანელი მოთამაშეც მოჰყვება.

ლაპარაკია ასევე ყოფილ დინამოელ ვიქტორ მონხილზე. 27 წლის გამოცდილი მცველი ეროვნულ ლიგაში გამორჩეული მოთამაშე იყო, სეზონის ბოლოს კი კარიერის ინდოეთში გაგარძელება გადაწყვიტა. ის ინდოეთის სუპერლიგის კლუბ კალკუტის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, კონტარქტი დაუსრულდა და საქართველოს ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება.

ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა კარიერა „ვალიადოლიდის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წლიდან მადრიდის „ატლეტიკოს“ მეორე გუნდში გამოდიოდა, შემდეგ „ალკოიანოს“, „მერიდას“ და „პონტევედრას“ ღირსებას იცავდა. საქართველომდე ბოლო სეზონი მცველმა „ლევანტეს“ რიგებში გაატარა. ვიქტორ მონხილიმა „დინამოში“ ერთი წელი გაატარა და ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.