ექსკლუზივი | ბუდუ ზივზივაძემ ტრანსფერი დაგვიდასტურა - „კარლსრუესთან“ 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა #1TVSPORT
ექსკლუზივი | ბუდუ ზივზივაძემ ტრანსფერი დაგვიდასტურა - „კარლსრუესთან“ 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ მოთამაშე გახდა, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, კომენტარი კი მისმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ გააკეთა.

„კონტრაქტი სულ რამდენიმე წამის წინ გაფორმდა და როგორც გითხარით, 2,5 წლით გაფორმდა. ის „კარლსრუეს“ ფეხბურთელია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბოლოს უნგრული კლუბის, „ფეჰერვარის“ მოთამაშე იყო. ბუდუ ზივზივაძე მანამდე „დინამო თბილისში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, „ესბიერგსა“ და „მეზოკოვეშდში“ თამაშობდა.

ზივზივაძე საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის ფორმითაც 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.