ექსკლუზივი | ანა წერეთელი - „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი აპრილში გვესტუმრება - ხავიერ ძანეტიმ საქართველოში რამდენიმე შეხვედრა დაგეგმა #1TVSPORT
ექსკლუზივი | ანა წერეთელი - „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი აპრილში გვესტუმრება - ხავიერ ძანეტიმ საქართველოში რამდენიმე შეხვედრა დაგეგმა #1TVSPORT

„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი საქართველოში ჩამოდის და თბილისში სამი დღე დარჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ თემაზე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოში „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა, ანა წერეთელმა გააკეთა.

„ხავიერ ძანეტი საქართველოში აპრილის ბოლოს „ინტერის აკადემია საქართველოს“ მოწვევით გვესტუმრება, შეხვდება ბავშვებს და ჩაატარებს ღონისძიებებს, რომლებშიც ჩვენი აკადემიის ყველა ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა სამდღიანი ვიზიტი მჭიდრო გრაფიკით დაგეგმა. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ არსებულ საფეხბურთო აკადემიაში შეხვდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს, იტალიის ელჩს, „ინტერის“ ფანკლუბის წევრებს.

მასთან ერთად გვესტუმრებიან „ინტერის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები, კლუბის მარკეტინგის და პიარსამსახურების ხელმძღვანელები“, – განაცხდა საქართველოს პირველ არხთან ანა წერეთელმა.