ექსკლუზიური კადრები ლას ვეგასიდან - ქართველმა მებრძოლებმა ერთად ივარჯიშეს, წვრთნას ჯონ ჯონსიც დაესწრო (ვიდეო)

ლას ვეგასში მდებარე UFC Performance Institute-ში ქართველმა მებრძოლებმა მერაბ დვალიშვილმა, გურამ ქუთათელაძემ და რომან დოლიძემ საერთო ვარჯიში გამართეს.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცენტრალურ ლოკაციაზე იმყოფებოდა, ასევე ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი, რომელმაც ქართველ მებრძოლებთან ერთად ივარჯიშა.