ექსკლუზიური ინფორმაცია - გიორგი გაბედავა „დინამოში“ ითამაშებს
ექსკლუზიური ინფორმაცია - გიორგი გაბედავა „დინამოში“ ითამაშებს

გიორგი გაბედავა, რომელმაც მცირე ხნის წინ „საბურთალო“ დატოვა, კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინფორმაცია სანდო წყაროდან დაუდასტურეს.

თავად ფეხბურთელი ჯერ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ შევიტყვეთ, რომ მას და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია.

ოთხ დღეში ეროვნული ლიგა „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩით განახლდება. ამდენად, შესაძლოა, გაბედავავამ პირველი მატჩი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, საჩხერის „ჩიხურაში“ გამოსვლისას, 30 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამავე დროს, ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.