ექიმების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვიდან სრულად მოხსნილია და საწოლიდან დამოუკიდებლად წამოდგომა შეუძლია
ექიმების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვიდან სრულად მოხსნილია და საწოლიდან დამოუკიდებლად წამოდგომა შეუძლია

ბერლინის საავადმყოფოში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმების თქმით, ალექსეი ნავალნის უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად წამოდგეს ლოგინიდან.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბერლინის კლინიკაში ასევე აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი სრულად გათიშულია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოიწამლა. თავდაპირველად ის ომსკის საავადმყოფოში, შემდეგ კი, ახლობლების თხოვნით, ბერლინში გადაიყვანეს. გერმანელი სპეციალისტების თქმით, ნავალნი ქიმიური ნერვულ-პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ბერლინში არ გამორიცხეს, რომ მომხდარის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდეს.