ენტონი ტეილორმა სამსაჯო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ცნობილი ინგლისელი საფეხბურთო არბიტრი ენტონი ტეილორი პროფესიულ სპორტს დაემშვიდობა.
როგორც მან განმარტა, უმაღლეს დონეზე მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო, თუმცა მუდმივი წნეხისა და დაძაბულობის გამო მიიჩნევს, რომ წასვლის დრო დადგა.
„ახლა საუკეთესო მომენტია, რომ ადგილი დავუთმო სხვებს და ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დავიწყო“, – განაცხადა ტეილორმა.
47 წლის ინგლისელი მსაჯი პრემიერლიგის მატჩებს 2010 წლიდან ემსახურებოდა, 2013 წელს კი ფიფა-ს საერთაშორისო არბიტრის სტატუსი მოიპოვა. გარდა ამისა, მან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმსაჯა.