ენტონი სმიტს სახლში უცნობი პიროვნება შეუვარდა
ენტონი სმიტს სახლში უცნობი პიროვნება შეუვარდა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის მებრძოლ ენტონი სმიტს სახლში საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. მებრძოლმა არიელ ჰელვანისთან გამართულ ინსტაგრამ ლაივ ინტერვიუში შოკისმომგვრელი ისტორია მოყვა.


სმიტს საკუთარ სახლში უცხო პიროვნება შეუვარდა და ღრიალი დაიწყო. სმიტმა განაცხადა, რომ ის ცოლმა გააღვიძა და უცხო პიროვნების სახლში ყოფნის შესახებ უამბო. ამბის გაგების შემდეგ სმიტი უცხო პიროვნებასთან მივიდა და მასთან დაახლოებით ხუთ წუთიანი ჩხუბი მოუვიდა. ენტონის მეუღლემ ამ დროს პოლიციაში დარეკა. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე დააახლოებით ხუთ წუთში მივიდნენ და დამნაშავე დააკავეს. ენტონი სმიტის თქმით ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ბრძოლა იყო.

დატოვე კომენტარი