ენტონი სმითი 29 აგვისტოს ალეკსანდარ რაკიჩს დაუპირისპირდება
ენტონი სმითი 29 აგვისტოს ალეკსანდარ რაკიჩს დაუპირისპირდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) სატიტულო ბრძოლის ყოფილი მონაწილე ენტონი სმიტი ოქტაგონს, დიდი ალბათობით, 29 აგვისტოს დაუბრუნდება. რამდენიმე სააგენტო (mmafighting, mmajunkie) ადასტურებს, რომ სმიტის მეტოქე ალეკსანდარ რაკიჩი იქნება. ბოლო ექვსი ჩატარებული ბრძოლიდან სმიტმა ოთხი მოიგო, უკანასკნელად კი მაისში გლოვერ ტეშერასთან წააგო.

რაკიჩმა პირველი მარცხი UFC-ის ოქტაგონზე 2019 წლის 19 დეკემბერს ვოლკან ოეზდემირთან განიცადა. მანამდე მას ზედიზედ 12 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, მათ შორის ოთხი – UFC-ის ოქტაგონზე.

სმიტისა და რაკიჩის ბრძოლა 29 აგვისტოს ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში გაიმართება.