ენტონი პეტისმა დონალდ სერონე კარიერაში მეორედ დაამარცხა
ენტონი პეტისმა დონალდ სერონე კარიერაში მეორედ დაამარცხა

UFC 249- ზე არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი ბრძოლა შედგა. ერთერთი ასეთი დაპირისპირება ენტონი პეტისსა და დონალდ სერონეს შორის ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ „შოუთაიმს“ „კავბოი“ ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს ტექნიკური ნოკაუტით. მართალია პეტისმა მეორე „დუელიც”“მოიგო, თუმცა ამჯერად მას ამის გაკეთება უფრო გაუჭირდა.

დაპირისპირება ძალიან დაძაბულად წარიმართა და მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. სამივე მსაჯმა პეტისის გამარჯვება ანგარიშით 29-28 დააფიქსირეს.

სერონესთვის ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი არის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში, რაც მის კარიერაში რეკორდულად ცუდი მაჩვენებელია.