ენტონი ჯოშუას პირველი ამერიკული ბრძოლა ჩაშლის პირასაა
ენტონი ჯოშუას პირველი ამერიკული ბრძოლა ჩაშლის პირასაა

სუპერმძიმე კატეგორიაში სამი ვერსიით (WBA, WBO, IBF) მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ენტონი ჯოშუას (22-0, 21KO) სადებიუტო ორთაბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაშლის პირასაა. ამის შესახებ ი-ეს-პი-ენი (ESPN) წერს.

ჯოშუასა და ამერიკელი ჯარელ მილერის (23-0-1, 20KO) ორთაბრძოლა ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენში პირველი ივნისისთვის არის დანიშნული, მაგრამ შეხვედრა, სავარადოდ, არ შედგება, რადგან ამერიკელმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო. მის ორგანიზმში აღმოჩნდა პრეპარატი ენდურობოლი, რომელიც ორგანიზმის ამტანობას ზრდის ხანგრძლივი ვარჯიშების დროს. დოპინგ-სინჯი მოკრივემ 20 მარტს ჩააბარა.

ახლა მილერს წინ აქვს შეხვედრა ნიუ იორკის შტატის ათლეტურ კომისიასთან, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩამოართმევს მას საკრივო ლიცენზიას.