ენტონი ჯოშუამ ტაისონ ფიური გამოიწვია
ენტონი ჯოშუამ ტაისონ ფიური გამოიწვია

სამი პრესტიჟული ვერსიით (WBA, WBO, IBF) სუპერმძიმე წონის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ ბრძოლაში გამოიწვია თანამემამულე ტაისონ ფიური, რომელიც WBC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს.

„თუ გსურს დაამტკიცო, რომ ნომერ პირველი ხარ, აუცილებლად უნდა გამოხვიდე რინგზე ჩემს წინააღმდეგ. მე სამი ქამრის მფლობელი ვარ, მას ერთი ქამარი აქვს. ჩვენი ორთაბრძოლა, ბოლოს და ბოლოს, გაარკვევს, ვინ არის ღირსეული და ვინ იმსახურებს ოთხივე ქამრის ტარებას“, – თქვა 30 წლის ჯოშუამ.

ენტონი ჯოშუა, რომელსაც პროფესიულ რინგზე 22 მოგება და ერთი მარცხი აქვს, შემდეგ ბრძოლას ბულგარელი კუბრატ პულევის წინააღმდეგ გამართავს, თუმცა, ამ შეხვედრის თარიღი კორონავირუსის პანდემიის გამო ცნობილი არ არის.

ფიურიმ, სავარაუდოდ, 3 ოქტომბერს უნდა იჩხუბოს ამერიკელი დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ.