ენტონი ჯოშუამ რუისთან რევანშის თარიღი დაასახელა
ენტონი ჯოშუამ რუისთან რევანშის თარიღი დაასახელა

სუპერმძიმე კატეგორიაში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ენტონი ჯოშუამ (22-1, 21KO) განაცხადა, რომ რევანში ამერიკელ ენდი რუისთან (33-1, 22KO) ამა წლის ნოემბერში გაიმართება.

გარდა ამისა, ბრიტანელმა მოკრივემ უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს ის დაშორდა თავის მწვრთნელს რობერტ მაკრაკენს, რომელთანაც სამოყვარულო კრივის დროიდან თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში ჯოშუა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა ენდი რუისთან და დაკარგა WBA-ს, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები.

დატოვე კომენტარი