ენტონი ჯოშუამ და ტაისონ ფიურიმ კონტრაქტს ხელი ორ ბრძოლაზე მოაწერეს #1TVSPORT
ენტონი ჯოშუამ და ტაისონ ფიურიმ კონტრაქტს ხელი ორ ბრძოლაზე მოაწერეს #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ და WBA-ს, IBF-სა და WBO-ის ტიტულების მფლობელმა ენტონი ჯოშუამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ორი ბრძოლის ჩატარებაზე, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN.

„ვგრძნობ, რომ ყველაზე რთული უკან დარჩა. ვლაპარაკობ ენტონისა და ჩემი გუნდის სახელით. ვიცი, რამდენად მძიმე სამუშაო გვქონდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა იმდენად ხმაურიანია, რომ მისი გაყიდვა რთული არ იქნება. ბრძოლის ჩატარების ადგილზე გვაქვს უამრავი შეთავაზება ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან.

ეს იქნება უდიადესი ორთაბრძოლა და ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული მოვლენა მსოფლიოში. და ეს იქნება უდიდესი გამარჯვება იმ ქვეყნისთვის, რომელიც ბრძოლის ჩატარების უფლებას მოიპოვებს“, – განაცხადა ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

როგორც გაზეთმა „დეილი მირორმა“ დაწერა, თითოეული მოკრივე 100 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. პირველი ბრძოლა ივნისში ან ივლისში უნდა გაიმართოს.