ენტონი ჯოშუა თვითიზოლაციაშია, მას კონტაქტი ჰქონდა პრინც ჩარლზთან
ენტონი ჯოშუა თვითიზოლაციაშია, მას კონტაქტი ჰქონდა პრინც ჩარლზთან

სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა თვითიზოლაციაში წავიდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ პრინცმა ჩარლზმა დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე, – დაწერა გაზეთმა „სანმა“.

16 დღის წინ, ჯოშუა დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს შეხვდა თანამეგობრობის დღის აღსანიშნავ საღამოზე. მსოფლიოს ჩემპიონის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ მოკრივეს ამ მომენტისთვის არ აქვს დაავადების არანაირი სიმპტომი.

ოთხშაბათს გამოცხადდა, რომ ბრძოლა ჯოშუასა და ბულგარელ კუბრატ პულევს შორის 20 ივნისიდან 25 ივლისისთვის გადაიტანეს.