ენტონი ჯოშუა - თუ ფიური ჩემთან ბრძოლაზე უარს იტყვის, უსიკთან ვიჩხუბებ
ენტონი ჯოშუა - თუ ფიური ჩემთან ბრძოლაზე უარს იტყვის, უსიკთან ვიჩხუბებ

მძიმეწონოსანმა ბრიტანელმა მოკრივემ, WBA, IBF, WBO და IBO ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა, ენტონი ჯოშუამ არ გამორიცხა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა თანამემამულე ტაისონ ფიურის ნაცვლად, უკრაინელ ალეკსანდრ უსიკთან გამართოს.

„მე უბრალოდ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი და ტაისონ ფიურის ბრძოლა შედგება, – ციტირებს ენტონი ჯოშუას BoxingScene . – ამ ბრძოლის ნახვა ხალხის სურვილია და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად დავუპირისპირდები ფიურის – დიდ ბრიტანეთში, საუდის არაბეთში თუ აფრიკაში.

გპირდებით, ფიურის ისეთ წინადადებას შევთავაზებ, რომ თუ ჩემთან ჩხუბის სურვილი აქვს, ამ შეთავაზებას აუცილებლად მიიღებს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მომდევნო ბრძოლას ალეკსანდრ უსიკთან გავმართავ“.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე კრივის სამყარო მოუთმენლად ელოდება WBA, IBF, WBO და IBO ქამრების მფლობელ ენტონი ჯოშუასა და WBC ვერსიით მსოფლიო ჩემპიონ ტაისონ ფიურის ორთაბრძოლას, რომელმაც პლანეტის უძლიერესი მოკრივე და აბსოლუტური ჩემპიონი უნდა გამოავლინოს.